I'm coming home



როცა შენს ცხოვრებაში ყველაფერი ყირაზე დგას, ძალიან რთულია რამე იგრძნო. ავტომატურად გიწევს ყველანაირი გრძნობის გამორთვა, რომ ძალიან ზედმეტი არ მოგივიდეს. სხვა შემთხვევაში ძალიან დაზარალდები და ამ აზვირთებული ტალღების შემოტევას გირჩევნია საერთოდ არაფერი იყოს, ამიტომ ძალიან არაადეკვატური და ჩვეულებრივი (ამავდროულად შეიძლება შენთვის ძალიან უჩვეულო) რეაქცია გაქვს აბსოლუტურად ყველაფერზე, ცუდზეც და კარგზეც. რაც არ უნდა გააყალბო საკუთარი ემოციები, გულის სიღრმეში მაინც ყველაფრის მიმართ ერთსა და იმავეს გრძნობ - არაფერს.


  • სიცარიელე.



სევდაზე ბევრად უფრო საშიში გრძნობაა, თითქოს უბედურებაც იგრძნობა ამ სიტყვის წარმოთქმისას და რაღაც უცნაური განცდები გიპყრობს.
ჩემთვის ყველაფერ ცუდზე საშიში და შემაძრწუნებელი მდგომარეობაა სიცარიელე.





  

და მაინც, მსგავს უკიდურესობამდე როგორ უნდა მიიყვანო ადამიანმა თავი? და ეს სიცარიელე ნეტა მართლა ჩვენი ბრალია?

მე მაინც მგონია, რომ კი. და ღრმად ვემხრობი იმ აზრსაც, რომ ადამიანს რაც მოგდის ყველაფერი, ნუ უმეტესობა მაინც, შენი ბრალია. იმიტომ რომ თავის დროზე შენ გადაწყვიტე და შენ აირჩიე ის, რამაც რაღაც სახით ზიანი მოგაყენა.

თითქმის ყველაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ჩემს გამო ხდება. არასდროს დამიბრალებია სხვისთვის ჩემი უიღბლობა, ბოლომდე ვიაზრებ რომ საკუთარი თავის გარდა მე სხვა მტერი, მართლა არ მყავს.

უი, თმა შევიჭერი. პირველად ცხოვრებაში (ნუ გააზრებულ ასაკში) თმა შევიჭერი. ჩემი უგრძესი და ულამაზესი თმა, რომლის მოვლა-პატრონობას ძალიან დიდი დრო, ენერგია და თანხა შევალიე, წავედი და ასე, დაუფიქრებლად შევიჭერი. იმიტომ რომ ჩემი თავის მიმართ მქონდა ეს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც დიდი ხანი არ მასვენებდა: "Do I ruin everything that's good in my ilfe?"

ჰო, აი ვიღაცას ეცინება, მაგრამ ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემი თმა ჩემთვის ძალიან საკრალური რამ იყო, მაგრამ იმასაც კი გადავუსვი ხაზი, ჩემს თავთან პაექრობისას. იმიტომ რომ ყველაფერს საუკეთესოს და რაც სიამოვნებას მანიჭებს, თავადვე ვანადგურებ. სულ რომ არ მაწუხებდეს, მაინც. თმა რა მოსატანია, როცა ადამიანებს ისე ვუშვებ ხოლმე ცხოვრებიდან ხანდახან, რომ არაფერი დაუშავებიათ და ახსნაც არ მოეძებნება ხოლმე.

და რა ჰქვია ამ მარაზმს? is that the fear of getting hurt, or something more? Maybe I'm crazy and now I've completely lost my mind?






ძალიან მიყვარს ის მომენტი, ფილმი რომ დამთავრდება და რამდენიმე
საათის შემდეგ გიტივტივდება გონებაში რაღაც სცენები, რომლებსაც ფილმის ყურებისას დიდი ყურადღება არც მიაქციე, რაღაც მელოდიები და კონკრეტული მომენტები, რომლის აზრსაც ახლა ხვდები და გეღიმება, და მერე გეფიქრება რო აი, რა მაგარი ფილმი ყოფილა და თურმე როგორ მოგეწონა და თურმე რამხელა აზრი დევს, მერე რაღაც მომენტებს თავიდან გადაახვევ კომპიუტერთან როგორც კი მოხვდები და უფრო მეტად მოგწონს, თან უფრო მეტად გინდება ისევ პირველად და ისევ თავიდან უყურო.
ძალიან ხშირად ცხოვრებაშიც გეუფლება ადამიანს ამგვარი განცდები, რაღაც რომ მთავრდება მაშინ, ოღონდ ფილმის ყურებისგან განსხვავებით, აქ უმეტეს შემთხვევაში უფრო ნანობ და უფრო გტკივა. 

ყველაზე მეტად ის კი არ გტკივა და გაწუხებს რაც გააკეთე, არა, პირიქით, რაც არ გააკეთე იმას ნანობ. რისი შანსიც გქონდა, მაგრამ რაღაცის გამო ეს შანსი არ გამოიყენე და თავი შეიკავე, იმ მომენტს კი უკან ვეღარასდროს დაიბრუნებ. 

ძალიან ვფლანგავთ დროს, უაზროდ. We're taking our precious time too granted and wasting it on things that don't matter, while we forget about things that SHOULD matter. 


2016 წელი, ივნისი, მე. 

"მოვიდა მგონი დრო, შეუშინებლად და ხმამაღლა ვთქვა რომ ვისვენებ.ისევ ჩავრთავ ჩემს საყვარელ, უკვე ათასჯერ ნანახ და დაზეპირებულ ფილმებს, Sex and the City-ს რომელზეც დამეჭირება იმ ეპიზოდს ვუყურებ, იმიტომ რომ ამ სერიალის ყველა ეპიზოდი ისე მიყვარს რომ გამორჩეულად საყვარელი სერია მართლა არ მაქვს, ისევ გადავიკითხავ ტესას და ჩემი საყვარელი ჯეინ ოსტინის "ემას" წაკითხვასაც რომელიც დიდი რუდუნებით შევიძინე ინგლისში, (იმიტომ რომ რა თქმა უნდა ინგლისში აბა სხვა რა უნდა მეყიდა?!) დავაყენებ საშველს, ბიონსეს ტურნეების ჩემს საყვარელ პერფორმანსებს კიდევ ათასჯერ გადავიმეორებ ჩემთვის, ყურსასმენებში იმის იმედით რომ ოდესმე მეც მოვხვდები აი იმ ასობით მაყურებელში რომლებიც წარმოდგენაც არ მინდა რამხელა ენერგიას და რა ემოციას განიცდიან იმ წუთებში.ჩემთვის ყველაზე პატივსაცემ - black კულტურას კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს, გოსპელებს მოვუსმენ და იოლანდა ადამსს ჩემი ყრუ სმენით შევეცდები მთელი გულით და სულით ხმა ავაყოლო და მეც ვიმღერო, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რამხელა ენერგიას და ძალას ვგრძნობ ხოლმე მათი მოსმენისას, ისევ ვუყურებ როგორ ძინავს თათოს და დეას და მერე გემრიელად ვასაუზმებ, ისევ დაგვათენდება ათეულობით ღამე ბევრ მსჯელობაში და საინტერესო საუბრებში, ჩემს ყველაზე საყვარელ ჩარლის დავაყენებ საშველს და გავასეირნებ მე თვითონ, ერთად მოვივლით ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და სახლში ამოყვანისას ბევრს ვატირებ, ჰო ვატირებ, იმიტომ რომ ბანაობას ვერ იტანს და ბევრს ტირის ხოლმე, მაგრამ ბინძური თათებით სიარული არ შეიძლება.
კიდევ ბევრი რამ მახსენდება სიბინძურესთან დაკავშირებით რაც არ შეიძლება და საერთოდ სიბინძურე რა ცუდია, მაგრამ ახლა მაგაზე წერის და ფიქრის ენერგია, უნარი და სურვილი მართლა აღარ მაქვს.
კიდევ დავურეკავ ჩემს ყველაზე საყვარელ გოგოებს და კიდევ დავლევთ ცივ ყავას, ბანქოს თამაშისას კიდევ ბევრს ვიყვირებთ და ვიცინებთ და ამასობაში მეც აუცილებლად ავივსები ისევ უდიდესი ენერგიით და ისევ შევძლებ მთების გადადგმას, ძალიან მინდა ამის მჯეროდეს და იმედი მაქვს ასეც იქნება.
კიდევ ბევრი რამ მახსენდება სიბინძურესთან დაკავშირებით რაც არ შეიძლება და საერთოდ სიბინძურე რა ცუდია, მაგრამ ახლა მაგაზე წერის და ფიქრის ენერგია, უნარი და სურვილი მართლა აღარ მაქვს.კიდევ დავურეკავ ჩემს ყველაზე საყვარელ გოგოებს და კიდევ დავლევთ ცივ ყავას, ბანქოს თამაშისას კიდევ ბევრს ვიყვირებთ და ვიცინებთ და ამასობაში მეც აუცილებლად ავივსები ისევ უდიდესი ენერგიით და ისევ შევძლებ მთების გადადგმას, ძალიან მინდა ამის მჯეროდეს და იმედი მაქვს ასეც იქნება.და ბოლოს, If you have a family that loves you, a few good friends, food on the table, and a roof over your head, you are richer than you think.
ბედნიერება მართლა დეტალებშია."




რა სასაცილოა, ორი თვის წინ მეგონა რომ ეს ზაფხული ყველაფერს გამოასწორებდა. ვუყურე SATC-ის ექვსივე სეზონს სამჯერ, ფილმებს ორ-ორჯერ, ბიონსეს კონცერტებს ათასჯერ, ორი ათასჯერ დავლიე ცივი ყავა ჩემს გოგოებთან ერთად, ცხელიც, ბანქოც სამი ათასჯერ ვითამაშეთ, ოთხი ათასჯერ ვიცინეთ გაუჩერებლად ათას იდიოტობაზე, თათომ და მე ხუთი ათასჯერ განვიხილეთ ჩვენი ამბები ტელეფონზე, ტელეფონზე იმიტომ რომ ქუთაისშია და ჯერ ვერ ჩამოდის, მაგრამ ეს ენერგია მაინც არ მოდის და მთების გადადგმა კვლავ არ შემიძლია.

იქნებ მორჩა და ამოვწურე საკუთარი თავი, 20 წლის ასაკისთვის ზედმეტად ბევრი ვქენი და ახლა მორჩა, დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა? იქნებ სულ ეს იყო რისი გაკეთებაც შემეძლო ჩემი თავისთვის, სხვისთვის, მომავლისთვის?... ამის გაფიქრებაზე მთელს ტანში მზარავს, ჯერ არ მინდა რომ "Fin" დავწერო ლამაზი ასოებით, ჯერ ამისთვის ძალიან ადრეა. მაგრამ მომავალიც რომ ძალიან ბუნდოვანია, მხოლოდ იმიტომ რომ მთელი გულით არ ვიცი რა მინდა და არ ვიცი რა გავაკეთო?

ალბათ იმის ბრალია რომ დავიღალე, თან ძალიან დავიღალე. ჩემი თავისთვის მინდა დრო, მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მზრუნველი ადამიანი ყველაზე რთულ რამეს ეჭიდება ხოლმე, პირველ რიგში "მზრუნველებს" საკუთარ თავზე ზრუნვა გვავიწყდება და საბოლოოდ იმდენ ადამიანს "ჩავაკვეხებთ" ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, რომ საკუთარი თავისთვის არც დრო, აღარც ადგილი და აღარც ენერგია აღარ გვრჩება. ცოტა არ იყოს მაზოხიზმს ემსგავსება ეს ყველაფერი. 

და მაინც, ეს სიცარიელე საიდან მოდის, თუ ამდენ რამეს ვაკეთებთ? 
გულგრილ ადამიანებს ორი არჩევანი აქვთ ხოლმე, ან განაგრძონ თამაში და თავი მოაჩვენონ ყველას რომ სულ ყველაფერი რიგზეა, ან ყველა გაუშვან, ზოგს აწყენინონ, ზოგი გააბრაზონ, ზოგს გული საშინლად ატკინონ მაგრამ დარჩნენ მარტო და ამ მარტოობით მწარედ დატკბნენ. 

არაერთხელ მიქნია ასე, და ეჭვიც არ მეპარება რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვისაც ასე მოვექეცი ახლა უზომოდ ვაღიზიანებ და როგორც ადრე ვუყვარდი და "ვუხაროდი" იმის ნახევრადაც აღარ ვუყვარვარ, იმიტომ რომ მე მინდოდა ასე. მე შეიძლება დღესაც მინდოდეს მათთან დაბრუნება, მაგრამ არა, არ გამოდის, იმიტომ რომ თავის დროზე სხვანაირი გადაწყვეტილება მივიღე. მე მესმის ყველა ასეთი ადამიანის, რომელიც პირდაპირ ამბობს რომ საკუთარი თავისთვის სჭირდებათ დრო და ამიტომ შენთვის აღარ სცალიათ, მე ბოლო დროს ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ მსგავს მდგომარეობაში და საერთოდ არ არის მეგობრებო საწყენი, თუ ვინმე ასე გეტყვით. უბრალოდ გაუგეთ, გაუგეთ მსგავს ადამიანებს, რომლებსაც ისედაც უდიდესი ტვირთი აწევთ საკუთარი თავის სახით და უფრო მეტად ნუღარ დაამძიმებთ. 

ნუთუ ასეთი ძნელია გვესმოდეს ერთმანეთის? რა კარგი იქნებოდა დღეში 3 წუთით მაინც რომ ვცდილობდეთ სხვა ადამიანების მდგომარეობაში შესვლას, რამდენ პრობლემას, ჩხუბს, კამათს და გულისტკენას ავიცილებდით თავიდან მეტი თანაგრძნობა რომ შეგვეძლოს. 

ძალიან დიდი ინტელექტი სჭირდება რაღაცის გაზიარების და შემდეგ იმ "რაღაცის" მიღების და სწორად გაგების პროცესს და ჩემი აზრით, ყველა არ არის დაჯილდოებული მსგავსი უნარით. 





ადამიანების "არ განსჯა" უდიდესი ნიჭია და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავე საკუთარ თავზე რომ მეც შემძლებოდა ყველაზე საზიზღარი ისტორიის მოსმენის დროსაც კი არ განმესაჯა ვინმე. ამას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება და ვერ გეტყვით ეს თვისება რამდენად დადებითია, იმიტომ რომ ხანდახან ისეთი ადამიანების გაგება გიწევს, რომ საათობით იჭყლიტავ ტვინს ოღონდ ისინი გაამართლო. მე მინდა რომ მჯეროდეს, რომ ადამიანები რასაც აკეთებენ ყველაფრის უკან არის რაღაც უდიდესი მიზეზი. მაქვს ეს დაუოკებელი სურვილი რომ ყველასი მესმოდეს, იმიტომ რომ შემდგომში მეც რომ ცხვირს წავიტეხავ, მეც გამიგონ და იქვე არ დამასამარონ. შეცდომას ვინც უშვებს ის ადამიანი ყველა ვარიანტში, ყველაზე საცოდავია, არ აქვს მნიშვნელობა ხვდება თუ არა რომ შეეშალა, მაინც. მას ვერ გაუგეს, ვერ აღიქვეს მისი გრძნობები სათანადოდ და არ მიიღეს ისე, როგორც მას უნდოდა. და აი ასეთ დათრგუნულ ადამიანებს სჭირდებათ ყველაზე მეტად გაგება და თანადგომა.

არ მინდა ეს პოსტი რამე ძალიან სენტიმენტალურ შეგონებას დაემსგავსოს, "მეტი პოზიტივი ერო" განცხადებებით არ გამოვირჩევი, უბრალოდ მინდა იყოს ჩემი მესიჯი საზოგადოებისთვის, მეც კი უამრავ შეცდომას ვუშვებ და საერთოდ არ ვარ უდიდესი სიკეთის მარცვალი, პირიქით, ხანდახან ძალიან ბოროტი მგონია თავი ისე ვიქცევი, მაგრამ სურვილი მაქვს რომ ვიყო კეთილი და აი ეს სურვილი თითოეულ ადამიანში, ძალიან მნიშვნელოვანია. 

საბოლოოდ, მაინც კარგი ზაფხული იყო, ბევრი დადებითი ემოცია დამიგროვდა რომელმაც ზაფხულის დასაწყისში უამრავი უარყოფითი განცდა ბოლომდე გადაწონა. უარყოფითსაც ვერ დავარქმევ, როგორ შეიძლება უარყოფითად აღიქვა ის მოვლენები რომლებმაც ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება დაგიტოვეს? 

მოკლედ, რას არ მივედ-მოვედე, ეს იმიტომ რომ თითქმის ერთი წელია არაფერი დამიწერია, იმიტომ რომ როგორც წინაზე "you know? life happened",  თავს არ ვიმართლებ, მაგრამ მართლა ასე იყო. კიდევ ერთხელ ამოყირავდა ყველაფერი და ვტრიალებ ისევ ზემოთ-ქვემოთ, შუალედი მაინც ვერ დავიჭირე. 

იმედია შემდეგ "ამოყირავებამდე" კიდევ დავწერ რამეს. ძალიან მინდა ეს ბლოგი აქტიური იყოს და ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და კიდევ უფრო მეტი დაფიქრდეს ამ ძალიან ელემენტარულ ცხოვრებისეულ წვრილმანებზე. უბრალოდ ძალა აღარ მაქვს, ეს რამდენიმე სიტყვა რომ ერთმანეთს გადავაბა, მაგის ძალაც აღარ მაქვს. ხანდახან მართლა აღარ ვიცი აზრი როგორ ჩამოვაყალიბო, ისე რომ ყველასთვის გასაგები იყოს.



და თქვენც უნდა მაპატიოთ ასეთი გაურკვევლობა, ადრე თუ გვიან ესეც გაივლის და ყველაფერი ისევ ძალიან კარგად იქნება.



Adios Ayer. 









CONVERSATION

1 comments:

  1. საინტერესოა შენი პოსტების კითხვა, კარგად წერ )
    და არც ისეთი გაურკვეველია შენ როგორც გგონია ) სიმარტოვე, სიცარიელე, საკუთარი თავის და სხვა ადამიანების შიში, იმის შიში რომ გატკენენ ძალიან ნაცნობი და მუდმივი პრობლემებია) არხარ მარტო)
    სხვისი პრობლემების მოსმენა ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა) არც არავის არ განვიკითხავდი და არც არაფერი არ მიკვირს ან ცუდი მგონია ) ადამიანები ძალიან განსხვავებულები და უნიკალურები ვართ, შეიძლება რაც ჩვენთვის არიყოს მისაღები სხვისთვის იყოს და სწორედ ესაა საინტერესო)

    ჰო ვიცი რომ ძველი პოსტია, მაგრამ არაუშავს )

    ReplyDelete

Back
to top