ემოციური თვითმკვლელობა





"You know that story where a child gets trapped under a car and their parent finds the superhuman strength to lift the car and save the child's life? I always wondered if that was real. If someone I cared about was hurt or trapped, would my instincts kick in? Would I know what to do? Would I lift the car? Jump in front of the bullet? Would I be able to beat somebody senseless? I like to think I would. 

 But sometimes the threat isn't physical. Sometimes it goes deeper. In which case, no instincts can save you. No superhuman strength. No adrenaline rush. You can't power your way out from under the crashing car. All you can do is sit...
...and wait...
...and wish things were different."



საავადმყოფოში ვარ.

ოღონდ არაფერი მჭირს, მე ჯანმრთელი ვარ. გონებაში ჩამესმის ხმა, ან შინაგანი ხმა მკარნახობს, რომელია ვერ ვხვდები, ამ ორს ვერასდროს ვარჩევდი ერთმანეთისგან, ეს ხომ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხმებია - ერთი გულის და მეორე გონების. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან ხოლმე. ამ შემთხვევაში მგონი ორივეს ერთი მიზანი აქვთ, მიმითითებენ რომ აქ სხვის სანახავად ვარ მოსული და მე ის აუცილებლად უნდა ვიპოვო

დავრბივარ საავადმყოფოს დერეფნებში, ძალიან დიდი შენობაა, ვერც ვხვდები საით უნდა წავიდე. ისე, ვგრძნობ რომ უჩვეულოდ დაბალი ვარ. აშკარად ბევრად უფრო მაღალი ვიყავი, აქვე სარკეა, რომელშიც საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი. ისევ 10 წლის ვარ, 162 სანტიმეტრი სიმაღლის, ჩემი ბოშის კაბა მაცვია, იასამნისფერი შავში, შავი სქელი თმა მხრებზე მაყრია და ზემოთ ლამაზად მაქვს ჩემი წითელი ვარდი დამაგრებული. ლოყები ოდნავ შეწითლებული, ფეხშიშველა და გულზე ათასნაირი ფერის მძივი მკიდია, ისე როგორც ბოშა ქალებს შეშვენით

სარკეში ჩემმა სიჭრელემ თვალი მომჭრა, გავერთე საკუთარი თავის ყურებით, ბოლოს სულ ბედნიერი(ანუ როცა მართლა არაფერი განაღვლებს, მაგ ფაზას ჰქვიასულ ბედნიერება”) სწორედ ამ ასაკში ვიყავი და როგორც ჩანს მომენატრა ჩემი თავი ასეთი ლაღი და თავისუფალი, ჰოდა საკუთარი თავით ტკბობაში ვიყავი გართული ჩემი სახელი რომ მომესმა. მამაჩემი იძახდასოფო სად არის”-, შემდეგ ჩემთვის ნაცნობი ადამიანების გროვა შემოდის, ისინი, ვისაც ვუყვარვარ, ჩემი ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები.. ალბათ შენც. თუ არ მეჩვენები, შენც. ალბათ უფრო მეჩვენები, მაგრამ ეს ამბავი შენზე არ არის და იქნებ დამაცადო რომ რაღაც ამბავში მხოლოდ მე ვიყო და სხვა არავინ? კარგი, განვაგრძობ. ის ისაა უნდა დავიყვირო რომ აქ ვარ და ამ დროს ჩამიარეს ყველამ, გვერდში ჩამიარეს. ისე, რომ არც შემოუხედავთ. მე სარკისკენ მივბრუნდი და საკუთარი ანარეკლი ვეღარ დავინახე. მგონი ვხვდები რაც ხდება, მაგრამ უფრო კარგად უნდა გავარკვიო. მივყვები ჩემს მშობლებს. ერთ პალატასთან ჩერდებიან, დედაჩემი ტირის, ვიღაც ქალი და კაცი აკავებენ და რაღაცას უხსნიან. მე არაფერი მესმის, ადრენალინისგან ყურებში მხოლოდ საკუთარი გულისცემის ხმა მესმის, ტუჩების მოძრაობის მიხედვით ვასკვნი რომ ეს ექთნები დედაჩემს ეუბნებიან რომ ჯერ ვერ შეუშვებენ. ვცდილობ წყნარად ჩავუარო ჩემი საყვარელი ადამიანების გუნდს, რომლებიც ვერც მამჩნევენ, მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია, ინტერესით ვკვდები შიგნით რა ხდება. დედაჩემი ისევ ტირის, ახლა ყველა მას ამშვიდებს და ფანჯარასთან ადგილები გამოთავისუფლდა, მივედი და ვცდილობ აღარ ვიღელვო, არ აქვს მნიშვნელობა იქ რა დამხვდება, მთავარია დავინახო რა არის. ფანჯრიდან კარგად არაფერი ჩანს, ფარდები ეფარება, ალბათ შიგნით უნდა შევიდე, რახან ვერ მხედავენ .. ვერც ვერავინ გაიგებს რომ შიგნით შევედი. კარს ვაღებ ხელის კანკალით, შიგნით სულ ცისფერი კედლებია როგორც მთლიან საავადმყოფოში და ბევრი ციფრები მხვდება თვალში ლათინურ ასოებთან ერთად, ერთმანეთში ირევა კომპიუტერები და მათი გამოსახულებები, თითქოს არ მაძლევენ საშუალებას იმაზე ვკონცენტრირდე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. შუაში დიდი საწოლი დგას, საავადმყოფოს ბორბლებიანი საწოლი. ამ საწოლზე გოგონა წევს, ჯერ ვერ ვხვდები ვინ არის, საერთოდ არ მეცნობა. ძალიან თეთრია, რა თეთრეულიც ზემოდან დაუფარებიათ იმისავით თეთრი. ისეთი თეთრია, რთულია გამოარჩიო კიდეც და შეამჩნიო. ლამაზი ოქროსფერი თმა აქვს, ალაგ-ალაგ წაბლისფერიც ურევია, ხელები ძალიან გამხდარი და სუსტი, ახალი მოსული თოვლივით ფითქინა. ძალიან მინდა სახეს შევხედო, მაგრამ თვალები იქეთ არ მიდიან, იმიტომ რომ უკვე გონება მკარნახობს ეს გოგონა ვინ არის. ეს მე ვარ და ეს ჩემი თვითმკვლელობაა. ალბათ ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობაა დედამიწაზე. ჩემს თეთრ ხელებს ლურჯი ხაზები დაყვება, ჩემი ვენები, რომლებშიც ათასი აპარატურაა შეერთებული, ან წვეთოვანები, ნუ რაც არის, ეს ხომ ახლა საერთოდ უმნიშვნელოა

უცებ ძალიან შემეშინდა. ჩემი თავის შემეშინდა. ეს არსება უცებ ძალიან უცხო გახდა ჩემთვის, ეს სხეული რომელიც ჩემთვის ყველაზე ნაცნობი და კომფორტული უნდა იყოს, საერთოდ არ მომწონს და საერთოდ რატომ არის ჩემი, ვერ ვხვდები. რამდენი კითხვის ნიშანია.. მინდა უფრო ახლოს მივიდე და შევამოწმო, სუნთქავს თუ არა, ან საერთოდაც, იქნებ მეჩვენება და სულაც არ ვარ მე?! 

არა, აშკარად მე ვარ. ამხელა ფეხები მხოლოდ მე მაქვს, სხვა არც ერთ გოგოს არ ეწერებოდა ჩუსტებზე “42”. 

მივუახლოვდი თუ არა ჩემს სხეულს, საკუთარი სახის სიმშვიდემ თვალი მომჭრა და გავშეშდი. თითქოს იმ ადგილას მივიყინე, თვალებსაც ვერ ვახამხამებ და ვგრძნობ რომ გულიც გამიჩერდა. ვეღარც ვსუნთქავ, აღარაფერიც აღარ მესმის. ასეთი მშვიდი საკუთარი თავი არასდროს მინახავს. ის ბავშვური სიმშვიდე დამკრავს სახეზე, მთელი წელი რომ ზაფხულის არდადეგებს ელოდებიან მეორე-მესამე კლასელი ბავშვები და მაისის ბოლოს რომ დაითხოვენ ხოლმე და მერე ყველან ეს მშვიდი და დასვენებული სახე რომ აქვთ. თითქოს ძალიან დიდ ხანს ველოდი ამ წუთს და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ, მოიცა, რაღაცას ვერ ვხვდები. რაღაც მეშლება.. პირველ პირში რატომ ვლაპარაკობ? ეს მე არ ვარ! მე 10 წლის ბოშა გოგო ვარ, რომელსაც ამ მომაკვდავ ქალთან არაფერი საერთო არ აქვსუი. უკვე ხმამაღლაც ვაღიარე და ექო იმეორებს ჩემს ყურებში ამ ოთხ სიტყვას:”არაფერი საერთო არ აქვს”..

ახლა დავიჩოქებ მუხლებზე და ლოცვას დავიწყებ! ღმერთს შევეხვეწები რომ გაიღვიძოს და რომ ჯერ საერთოდ არაფერი დამთავრებულა, რომ ყველა ყველაფერს აპატიებს და ღმერთიც აპატიებს, ღმერთო, შენ ხომ აუცილებლად აპატიებ? შენზე კარგად ვის ესმის რა ხდება ჩვენს გულებში, მართლაც, შენ ჩვენზე კარგად იცი რას რატომ ვაკეთებთ და იმიტომაც აუცილებლად გვაპატიებ. ჩვენ ყველა ვაპატიებთ, ოღონდ ახლა ეს დიდრონი შავი თვალები გაახილოს და ეს სიშავე თუნდაც ჩემკენ მოაპყრას.. ძალიან გთხოვ. და სულ კარგად მოვიქცევი.

მე ლოცვაში გართულმა, ვერც ვიგრძენი რომ ეს შავი თვალები უკვე მე მიყურებდნენ. უდიდესი სევდით სავსე, უზარმაზარი შავი თვალები. იქნებ ისე მირაჟია?.. იქნებ საკუთარმა ბავშვურმა სურვილებმა ასე დამაბრმავეს? არა, უკვე ღიმილსაც ვხედავ, ღიმილს, რომელიც ძალიან დიდი ხანი აღარ მენახა ამ სახეზე და ღიმილს, რომელიც ისევ მე მაბედნიერებს.. უცებ სიბრაზე მომაწვა და მინდოდა დამერტყა ძლიერად და მეყვირა, კედლები ჩამელეწა, კომპიუტერები დამემტვრია და მეჩხუბა, საშინლად მეჩხუბა ამ გოგოსთვის რომელიც ჩემი მომავალია. რა დავუშავე? ასე რატომ მომექცა? რატომ საერთოდ, ოდნავადაც არ ვუყვარვარ?.. ეს ყველაფერი ჩემს გონებაში ტრიალებს, ის კი მიყურებს, მარჯვენა თვალიდან ცრემლი უვარდება და რაღაცას ლუღლუღებს. აჰ, გავიგე. პატიებას მთხოვს. მთხოვს რომ ვაპატიო. ღმერთო , შენ ხომ აპატიე? მაშინ მეც ვაპატიებ. ოღონდ ახლა უნდა წავიდე. ჩემი მისია მგონი შევასრულე და ახლა დროა სხვებმა აპატიონ

შუბლზე ვკოცნი და ოთახიდან გამოვდივარ, აქ აღარავინ დგას. არა, კი არ წასულან, სულელო, შენსავით ყველა კი არ მიდის და მტოვებს? სანამ მე გამოვედი შემოცვივდნენ და ახლა თავზე ევლებიან, ჩემს მომავალ მეს. არა, აუცილებლად აპატიებენ

ისევ მარტო დავრჩით მე და საავადმყოფოს ცარიელი დერეფნები, ცისფერი კედლები.. მე წავალ და ქუჩებში ბევრს ვიცეკვებ, ჩემს გრძელ ფაშფაშა კაბას ავაფრიალებ, თუთიყუშსაც დავისვამ თითზე და ნათელმხილველობასაც დავიწყებ. მე ბოშა ქალი ვარ, 10 წლის. მერე ბოშა აღარ ვიქნები, შემდეგ ისევ რანდენჯერ ვიპოვი ისევ საკუთარ თავს და სად, ეგ ჯერ არავინ იცის..

მთავარი მაინც პატიებაა.


au revoir .






CONVERSATION

0 comments:

Post a Comment

Back
to top